logo
ENG



ფრიდონ ინჯია "ლგბტ პროპაგანდის" კანონით აკრძალვაზე საუბრობს

02 მაი 202314:24
3 წუთის საკითხავი
 
ფრიდონ ინჯია "ლგბტ პროპაგანდის" კანონით აკრძალვაზე საუბრობს

ევროპელი სოციალისტების დეპუტატი ფრიდონ ინჯია კანონით "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვას ითხოვს.

პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ინჯიამ მომღერალ უცნობის აქციაზე ისაუბრა, რომელიც 30 აპრილს ჩატარდა და რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიწონა.

დეპუტატის განცხადებით, აქციაზე არაერთი მოთხოვნა დაისვა და მის მიერ გაჟღერებულ ჩამონათვალში კანონით "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვაც იყო.

"აბსოლუტურად ყველა ამ კითხვას, რომელიც იქ დაისვა და მოთხოვნაა სახელმწიფოს მიმართ, მე, როგორც ერთი მოქალაქე ვუერთდები ამას და ამ დღეებში წარმოვადგენთ კანონპროექტების პაკეტებს, რომელიც იკვეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოების შეკრებიდან, რომელთა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები გააჟღერა მონატრებულ კრებაზე პოლიტიკოსმა, მისმა წამყვანმა და საზოგადო მოღვაწე ზაზა პაპუაშვილმა", - განაცხადა ინჯიამ.

"ლგბტ პროპაგანდის" საწინააღმდეგო კანონი მოქმედებს რუსეთში. 2013 წელს რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც არასრულწლოვნების თანდასწრებით "ლგბტ პროპაგანდას" კრძალავს. დროთა განმავლობაში კანონმა იმდენად ფართო გავრცელება მიიღო, რომ მულტფილმებიდან ან ფილმებიდან ჭრიან კოცნის სცენებს, იკრძალება კონკრეტული ლიტერატურა და ლგბტ საკითხზე საჯაროდ საუბარიც კი. იდევნებიან ლგბტ თემის წარმომადგენლები და აქტივისტები. 

ანტი-გეი პროპაგანდისტული კანონი მიიღეს 2021 წელს უნგრეთშიც. უფლებადამცველი ორგანიზაციები და მემარცხენე ჯგუფები აკრიტიკებენ აღნიშნულ კანონს. აშშ-სა და ევროკავშირში კი ცვლილებებს დისკრიმინაციულს უწოდებენ.


close დახურვა